პირველი მსოფლიო ომის ქართული ფრონტი

ქართულგერმანული 15 000 000 – იანი საიდუმლო ოპერაცია

გაგრძელება

გრაფი შულენბურგის აქტიური მხარდაჭერით ქართველმა ნაციონალისტებმა ლეო და გიორგი კერესელიძეებმა, პეტრე სურგულაძემ, ნესტორ მაღალაშვილმა, გიორგი მაჩაბელმა მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულეს დასაქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტიდააფუძნეს. კომიტეტის შტაბი მოკლე ხანში სტამბოლში, სამშობლოსთან ახლოს გადავიდა.
კომიტეტი, გერმანელებთან, პოლიტიკური და სამხედრო მიმართულებით, დაფუძნების პირველი დღიდან აქტიურად თამშრომლობდა.

1914 წლის 24 სექტემბერს, გიორგი მაჩაბელმა და მიხაკო წერეთელმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავიანთი გეგმა – “ამიერკავკასიის ჩამოშორება რუსეთისგან და მისი შემდგომი პოლიტიკური მოწყობაწარუდგინეს. გეგმის ქვაკუთხედს შეიარაღებული ამბოხების ორგანიზება და ამიერკავკასიაში რუსეთის სამობილიზაციო გეგმის ჩაშლა, კავკასიის რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოშლა და ზოგიერთი სხვა ღონისძიების გატარება წარმოადგენდა. სწორედ ამ გეგმის საფუძველზე, ქართველმოხალისეთა რაზმებისფორმირებისათვისსაქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს” 200 ათასი გერმანული მარკა გამოეყო. სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით გეგმაში წარმოდგენილი იყო ამიერკავკასიის სახელმწიფოთა კონფედერაციის მოდელი. თუმცა, მცირე ხნის შემდეგ გეგმის ავტორებმა გერმანიის საგარეო უწყებას წარუდგინეს ახალი დოკუმენტი – “კავკასიის ნეიტრალიზაციისა და მისი მომავალი პოლიტიკური ორგანიზაციის პროექტი”. ამ ახალი დოკუმენტის ძალით კავკასიის ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო სამი სუვერენული სახელმწიფო: 1. ქართული სახელმწიფო კონსტიტუციური მონარქიით, 2. სომხურ-თათრული კანტონი და 3. ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწონა და სახელმძღვანელოდ მიიღო სწორედ ეს პროექტი.

პოლიტიკური საკითხებში თანამშრომლობაზე სწრაფად წინ სამხედრო საქმემ წაიწია. 1914 წლის სექტემბერში, გრაფ შულენბურგისა და ლეო კერესელიძის თაოსნობით, კაიზერული გერმანიის არმიის პატრონაჟით, თურქეთშიქართული ლეგიონიჩამოყალიბდა. ლეგიონს სათავეში ლეო კერესელიძე ედგა, რომელიც თავის მხრივ, შულენბურგს ექვემდებარებოდა.
უკვე 1914 წლის ოქტომბერში ართვინის ლიმანის მურღულის ხეობაში, საზღვრის მახლობლად, ლეო კერესელიძის რაზმი რუსულ დანაყოფებს შეებრძოლა. რუსულ დაზვერვას ხელში მათ მიერ გავრცელებული ქართველი ერისადმი დამოუკიდებლობის კომიტეტის მოწოდების ეგზემპლიარი ჩაუვარდა. დოკუმენტი 1914 წლის 30 ოქტომბრითა იყო დათარიღებული.

 

გირგი მაჩაბლის მარშრუტი  

ევროპაში ჩატარებული სამუშაოს შემდეგ, 1914 წლის ოქტომბერში გიორგი მაჩაბელი საქართველოში ჩამოვიდა და თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თბილისის ფილიალი დააფუძნა. ფილიალი ღრმა კონსპირაციის პირობებში მუშაობდა და მისი ძირითადი ამოცანა გერმანიიდან წყალქვეშა ნავებით იარაღის გადმოზიდვის უზრუნველყოფა იყო. იარაღი ფრონტისპირა საქართველოში აჯანყებისთვის იყო განკუთვნილი.
თბილისში საორგანიზაციო საქმეების დასრულების შემდეგ გიორგი მაჩაბელი პეტერბურგს გაემგზავრა. გიორგი მაჩაბელი იქ რუსეთის სამხედრო მინისტრის, გენერალ სუხომლინოვის ერთერთ უახლოეს თანამშრომელს, ოდესის გენერალგუბერნატორის და იმპერიაში დიდი გავლენის მქონე ივანე დუმბაძის ძმიშვილს ვასილ დუმბაძესთან შესახვედრად ჩავიდა. ვასილ დუმბაძე რეალურად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იმპერიის სამხედრო სამინისტროს მომარაგების სამსახურს ედგა სათავეში და კავკასიის ფრონტის ტყვია-წამლითა და საბრძოლო მასალებით მომარაგება ევალებოდა. ვასილ დუმბაძე რუსეთის სამხედრო მინისტრის სუხომლინოვის უახლოეს გარემოცვაში, ასაკოვანი მინისტრის ახალგაზრდა ცოლთან ახლო ურთიერთობის მეშვეობით მოხვდა.

1915 წელს შესახვედრად პეტროგრადში ფარულად ჩასულმა გიორგი მაჩაბელმა ვასილ დუმბაძეს დაყოლიება და იმ ფარულ გეგმაში ჩართვა მოახერხა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დაზვერვასთან მჭიდრო თანამშრომლობით იყო შემუშავებული - გეგმა მსოფლიო ომში რუსეთის არმიის დამარცხებისათვის ხელის შეწყობას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებდა.

ცნობილია, ორი გარემოება უწყობდა ხელს, პირველ მსოფლიო ომში, როგორც რუსეთიაპონიის ომში, რუსეთის დამარცხებას: სრული მოუმზადებლობა და იარაღის ნაკლებობა. ცნობილია ისიც, რომ მიუხედავად 18 000 000 – ის მობილიზაციისა, რუსეთს არასოდეს ჰყოლია ფრონტზე 3 000 000 – , რადგან აკლდა იარაღი და ხშირად არამარტო სწავლობდნენ ჯარიკსაცნი თოფის ხმარებასჯოხებზედ, არამედ უიარაღონი მისდევნდნენ პირველ რიგებში მებრძოლთ, რომ დახოცილთა და დაჭრილთა იარაღი აეკრიფათ და განეგრძოთ ბრძოლა. გერმანელელებისაგან არაჩვეულებრივად გაძლიერებულ არტილერიას ხომ, რუსეთში კი არა, ევროპელებმაც ვერაფერი დაუპირისპირეს პირველ ხანებში. რუსეთში აკეთებდნენ იარაღს, მაგრამ მაინც ბევრის შემოტანა სჭირდებოდათ საზღვარგარეთიდან. მარტო 1913 თუ 1914 . საფრანგეთიდან მიიღო 250 000 ხრახნილიანი თოფი – “ვინტოვკა” – “ტრიოხლინეიკა”. კრეზო და შნეიდერი უმზადებდნენ ზარბაზნებსა და ყუმბარებს, მაგრამ მსოფლიო ომის დროს, თავიანთვისაც ვეღარ ასწრებდნენ საკმაოს.

ამან გამოიწვია გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო უწყებისა, - ყუმბარების დიდი დაკვეთა მიეცათ ამერიკისთვის. გადადებული იყო 15 000 000 ოქროს მანეთი...” – წერდა დამოუკიდებლობის თბილისის ფილიალის ერთერთი დაფმუძნებელი რევაზ გაბაშვილი თავის მოგონებებში

 

საიდუმლო ოპერაცია

1915 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრმა ვასილ დუმბაძეს ფული და შესაბამისი დოკუმენტაცია ჩააბარა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაისტუმრა, სადაც მას ამერიკელი მეწარმეებისთვის 15 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ჭურვები და ტყვია - წამალი უნდა შეეკვეთა. მგზავრობის მარშრუტი სტოკჰოლმზე გადიოდა, სადაც რუსეთის იმპერიის ქართველ ჩინოვნიკს გრიგოლ მაჩაბელი ელოდა.

ვასილ დუმბაძეს გიორგი მაჩაბელი, სტოკჰოლმის ერთერთ ფეშენებელურ სასტუმროში, 1915 წლის წლის დასაწყისში შეხვდა. ფოიეში გულთბილი მოკითხვის შემდეგ ისინი სასტუმროს ნომერში ავიდნენ და იქიდან მეორე დღის შუადღემდე არ გამოსულან. ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენიმე სტუმარი ეწვიათ - ნიკოლოზ მეორის ქართველ ქვეშევრდომთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის მაღალი რანგის თანამშრომლები ფარულად, სასტუმროს უკანა კარიდან ავიდნენ.

ვასილ დუმბაძისა და გიორგი მაჩაბელის სტოკჰოლმში შეხვედრიდან ერთი თვის განმავლობაში მათი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ იცოდა. ერთი თვის შემდეგ ვასილ დუმბაძე რუსეთში დაბრუნდა და სამხედრო მინისტრსა და შესაბამის სამსახურებს 15 მილიონის ქვითრები და დოკუმენტაცია ჩააბარა. დოკუმენტების თანახმად ამერიკელ მეწარმეებს რუსეთის სამხედრო სამინისტროსთვის შესაბამისი კალიბრის ჭურვები და ტყვიაწამალი, სრულად, შეკვეთის მიღებიდან სამი თვის თავზე უნდა ჩაებარებინათ.

სამით ვის თავზე დამზადებული პროდუქცია რუსულ მხარეს მართლაც ჩაბარდა. სამინისტრომ მიღებული პროდუქცია სხვადასხვა ფრონტებს უმოკლეს ხანში დაუგზავნა, რადგან რუსი არტილერისტები ჭურვების ძლიერ ნაკლებობას თითქმის ყველა ფრონტზე განიცდიდენ.

ყუმბარებზე დამშეულ მოწინავე ჯარებს დაეგზავნა საჩქაროდ, რომ წინანდელი ნაკლი, - ერთ ზარბაზანზე ერთი ყუმბარა, ერთ საათში (დაახლოვებით), - გაეათდა ოცკეცებინათ. მაგრამ პეტროგრადში სეტყვასავით წამოვიდა ყოველი მხრიდან დეპეშები, შიკრიკები, წერილები (:”დონესენიე”):
-
არც ერთი ყუმბარა, არც ერთ ზარბაზანს არ ადგება . . . ყველა ერთი მილიმეტრით უფრო მსხვილია ლულებზედ . . . “ – აო.

პეტროგრადში ალიაქოთი ასტყდა. შეხლაშემოხლა, გამოძიება, კომისეიები, კონტროლი, მიწერმოწერა ამერიკის მთავრობასა დაფირმებთანდა სხ. და სხ. სანამ გამოარკვევდნენ, რომამერიკელ ფირმებსარც კი გაუგიათ, სიზმარშიაც არ უნახავთ არც ფული და არც შეკვეთა, არც დუმბაძე, არც სხვა ვინმერწმუნებული” . . .

დუმბაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ქვითრები ყალბი აღმოჩნდა. 15 მილიონი მანეთი ოქროთი ჩაბარდა არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ რუსეთის მტერ გერმანიას. შეკვეთილი ჭურვები გერმანიამ დაამზადათუმცა სხვადასხვა კალიბრის ჭურვები სტანდარტით გათვალისწინებულ ზომას ერთი მილიმეტრით აღემატებოდა.
გერმანიის დაზვერვის სამსახურისა და ქართველი პატრიოტების მიერ ჩატარებულმა ერთმა ოპერაციამ, რუსეთის იმპერიის ფრონტი თურქეთის წინააღმდეგ საგრძნობლად დასუსტდა, ხელი შეუწყო გერმანიის აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებას, თავად რუსეთში კი ეგერთ წოდებული "პარაჟენცული" განწყობილების გაძლიერება გამოიწვია. წერდა გიორგი გაბაშვილი და მაჩაბლის მოქმედებას გმირობას უწოდებდა: ". . . სტყუის ის ვინც ამბობს, ან ფიქრობს უნიათოდ: რა შეგვიძლიან? არაფერს წარმოვადგენთ! . . ბუმბერაზების ჭიდილში, ბუმბერაზ მოვლენებში არარანი ვართ~ - . აბა იფიქროს ყოველმა ქართველმა და იმოქმედოს, მიჰბაძოს ასეთ გმირებს, თუ საქართველო კვლავ არ აღსდგეს ბრძწინვალედ."